ვინ სცადა გოგა მანიას მოწამვლა – „ამაზე ხილვაც მქონდა და ზუსტად ვიცოდი, რას მიპირებდნენ… ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე“ – geonewest.com
ახალი ამბები

ვინ სცადა გოგა მანიას მოწამვლა – „ამაზე ხილვაც მქონდა და ზუსტად ვიცოდი, რას მიპირებდნენ… ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე“

წინასწარმეტყველი, ეზოტერიკოსი გოგა მანია ჟურნალ „თბილისელებთან“ თავს გადახდენილ ამბავზე საუბრობს. როგორც ინტერვიუდან ირკვევა, მისი მოწამვლა სცადეს.

-გარკვეული ხნის წინ შენი მოწამვლა სცადეს. მიგაჩნია, რომ თუ არა ეს დაცვის სისტემა, შესაძლოა, ეს ამბავი სავალალოდ დასრულებულიყო?

– დიახ, თურქეთში ყოფნის დროს, ვითომ მეგობრებმა, თურქებმა და მათ შორის ერთ-ერთმა იქ მცხოვრებმა ქართველმა, მომწამლეს. ბევრმა მითხრა: ხომ ეზოთერიკოსი ხარ, წინასწარმეტყველი და არ შეგეძლო ეს ფაქტი თავიდან აგერიდებინაო? დიდი იმედი მქონდა, ავირიდებდი, მაგრამ ისეთ სიტუაციაში მოვხვდი, რომ ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო. ამაზე ხილვაც მქონდა და ზუსტად ვიცოდი, რას მიპირებდნენ. თუმცა, სამყაროს წინააღმდეგ ვერ წახვალ. მე ეს დავუშვი, რადგან ის რომ ამერიდებინა, სხვა რაიმე შემემთხვეოდა, რაზეც ინფორმაცია არ მქონდა. შესაბამისად, ბოლომდე მივენდე სამყაროს და ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე.

საქმიან შეხვედრაზე რძიანი ყავა მომართვეს, რომელშიც საწამლავი იყო გარეული და მოვიწამლე. ცუდად გავხდი, ძილი მომერია, ძალა წამერთვა, ხელ-ფეხი დამიბუჟდა, ვერ ვამოძრავებდი, წნევა დამივარდა… თავად გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. რთული დღეები და ჯოჯოხეთი გამოვიარე, მაგრამ გადავრჩი.

– რის გამო სცადეს შენი ამ დღეში ჩაგდება?

– ეს თემა ტაბუდადებული მაქვს, არ მსურს საუბარი. მინდა, გითხრათ, მაქვს ძალა და შემეძლო, ისინი გარკვეული რიტუალით დამესაჯა, მაგრამ არ ვიკადრე და არ ვაკადრე ეს საკუთარ თავს. მე რომ კარგად ვარ, ესაა ჩემი მათდამი პასუხი. ძალადობას, ძალადობით არ ვპასუხობ, კარმა არსებობს და ყველას მოეთხოვება, როგორც ზედმეტი სიკეთისთვის, ისე ზედმეტი ბოროტებისთვის.

Back to top button