ახალი ამბები
მანქანა მთლიანად დაცხრილულია – ვინ არის კაცი, რომლის ავტომობილსაც 60 ტყვია ესროლეს და გადარჩა თუ არა იგი?
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოლნისში, სოფელ ფოლადაურში მცხოვრებ ადალათ ჩობანოვის მანქანაზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
როგორც მისმა ახლობლებმა “მთავარ არხს” უთხრეს, შეიარაღებულმა პირებმა მანქანის მიმართულებით 60-მდე გასროლა განახორციელეს, თუმცა ავტომობილს 20-მდე ტყვია მოხვდა. ცნობილია, რომ მანქანის მფლობელმა შემთხვევის ადგილი უვნებლად დატოვა.
ადგილზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული და გამოძიება დაიწყო.