დედამ 2 წლის შვილი საწოლში გარდაცვლილი ნახა…
უბედური შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. სოფელ გამარჯვებაში ოთხშვილიანი ოჯახში წლისა და 7 თვის ბავშვი დედამ დილით საწოლში გარდაცვლილი ნახა. ოჯახის წევრების განმარტებით, გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბავშვი საკვების გადაცდენის შედეგად ძილში ასფიქსიით გარდაიცვალა.
დედოფლისწყაროს საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა ზურიკაშვილმა გაზეთ „შირაქს“ უთხრა, რომ სტაციონარში შეყვანისას გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო, ამდენად მედიკოსებს რეანიმაციული ღონისძიებების გატარება აღარ უცდიათ.
„პატარას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია, აბსოლუტურად ჯანსაღი ბავშვი იყო. ღამით ჩვეულებრივად დედამ აჭამა, დააძინა და დილით გარდაცვლილი ნახა. შოკირებულები ვართ მომხდარით, გვიჭირს დაჯერება, რომ ჩვენი ფერია აღარ გვყავს“ – ამბობენ სოფელში.
ბავშვის გარდაცვალების იგივე მიზეზს ასახელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურშიც. მათი თქმით, პატარა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა და ამის მიზეზი სავარაუდოდ ასფიქსია გახდა.