საიდან იღებს სათავეს ქალების ფეხის გაპარსვის მოდა? – geonewest.com
საინტერესო

საიდან იღებს სათავეს ქალების ფეხის გაპარსვის მოდა?

დღეს ვერც კი წარმოგვიდგენია თანამედროვე კულტურული და მოდური ქალი გაუპარსავი ფეხებით. ეს მიუღებელი და არაესთეტიკურია. მაგრამ ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, საიდან წამოვიდა ტენდენცია ფეხების გაპარსვისა. მოდით, მცირე ექსკურსი ჩავატაროთ წარსულში და ისტორია თავად გაგვცემს პასუხს ამ კითხვაზე.

მაინც რატომ ვიპარსავთ ფეხებს? ამ კითხვაზე ყველა თქვენგანს აქვს განსაზღვრული პასუხი: ქალების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამას საკუთარი სიამოვნებისათვის აკეთებს, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ფეხებს მამაკაცებისათვის თავის მოსაწონებლად იპარსავს. რა თქმა უნდა, ეს მართალია, რადგან ქალის თმიანი ფეხები-საშინლად არასთეტიურია და ასეთი ქალი არა მგონია მამაკაცს მოეწონოს. თუმცა ისტორია ამ კითხვაზე სულ სხვაგვარ, საკმაოდ მოულოდნელ პასუხს გვაძლევს:მოდა ქალის გაპარსული ფეხებისა სათავეს იღებს მეორე მსოფლიო ომის დროიდან და ეს სულაც არ არის ჰიგიენასთან დაკავშირებული. საქმე იმაშია, რომ ომის დროს ქალის წინდები ძალიან დეფიციტური გახდა, რადგან წარმოებული ნეილონი მთლიანად სამხედრო მიზნებისათვის იხარჯებოდა, მაგალითად, პარაშუტების წარმოებაზე. წინდების გარეშე სიარული კი იმჟამად მიუღებელი იყო. ქალებმა, როგორც ყოველთვის, ამ არასასურველი სიტუაციიდან გამოსავალი იოლად იპოვეს: მათ დაიწყეს ფეხებზე კანის ტონირება, ანუ წინდების დახატვა. ისინი წინასწარ იპარსავდნენ თმებს სამართებლით, შემდეგ კი ტონალური კრემების საშუალებით ფეხებზე “იხატავდნენ” წინდებს. ბევრი სილამაზის სალონი სთავაზობდა ქალებს ასეთ მომსახურეობას. დაიწყო წარმოება ამ პროცედურებისათვის საჭირო მასალებისა: ეს იყო ტონალური კრემები, ფანქრები და მოწყობილობა სწორი ხაზის გასავლებად, ვითომდა წინდების ნაკერის იმიტაციისათვის ფეხის უკანა მხრიდან .

აი ასე… ომი დიდი ხანია დამთავრდა, მაგრამ მოდამ ქალების ფეხების გაპარსვისა მყარად მოიკიდა ფეხი და გახდა ქალურობის ეტალონი. დამეთანხმებით, ბევრმა თქვენთაგანმა არ იცოდა ეს ისტორია.

Back to top button