ცნობილია მეხანძრის ვინაობა რომელიც ჭავჭავაძეზე ხანძრის დროს დაიღუპა – geonewest.com
ახალი ამბები

ცნობილია მეხანძრის ვინაობა რომელიც ჭავჭავაძეზე ხანძრის დროს დაიღუპა

ჭავჭავაძეზე ხანძრის დროს, სამაშველო ოპერაციის დროს მეხანძრე დაიღუპა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტის – 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო.

გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში. 

Back to top button