ახალი ამბები
დედისა და 4 მცირეწლოვანი შვილის ცხედრები იპოვეს – საზარელი მკვლელობის ბრალდებით, ბავშვების მამაა დაკავებული,
საფრანგეთში, პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბინაში 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, გარდაცვლილები დედა და მისი ოთხი, 9 თვიდან 10 წლამდე, მცირეწლოვანი შვილია.
გამოძიების ინფორმაციით, პოლიციამ 33 წლის მამაკაცი დააკავა. ის სავარაუდოდ, გარდაცვლილი ქალის მეუღლე და ბავშვების მამაა.
გამოძიება, ჯერჯერობით, საზარელ მკვლელობაზე, დამატებით დეტალებს არ ავრცელებს.
წყარო: hotnews. com. ge