
დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ძალიან მარტივ მეთოდზე – თქვენ უბრალად ერთი თვის მანძილზე უზმოზე უნდა დალიოთ 1 ჭიქა წყალი. გაინტერესებთ ექსპერიმენტული შედეგები? მაშინ დღევანდელი ჩვენი სტატია აუცილებლად გამოგადგებათ…
თითქოს სულ გადაღლილი ხართ, მოთენთილი და არც თქვენი კანი მოგწონთ. რატომ აქვთ იაპონელ ქალებს უფრო გლუვი კანი? Brightside ის მწერალი ამ ფაქტით დაინტერესდა და გადაწყვიტა იაპონელი ქალების საიდუმლოს ამოხსნა. კვლევის შედეგად, მან აღმოაჩინა, რომ იაპონელები უზმოზე სვავენ ერთ ან რამოდენიმე ჭიქა წყალს. ამის შემდეგ, ჟურნალ Brightside -ის მწერლმაც დაიწყო იგივე მეთოდის ცდა.
1 თვის განმავლობაში ის უზმოზე სვავდა 1 ჭიქა წყალს, ნახეთ როგორი შედეგი მიიღო:
“თავს უფრო ჯანმრთელად და ენერგიულად ვგრძნობ”

“ყოველ დილას უზმოზე ერთ ჭიქა წყალს მივირთმევდი, რამოდენიმე დღის შემდეგ თავს უფრო მსუბუქად ვგრძნობდი. ვგრძნობდი, თუ როგორ სუფთავდებოდა ჩემი ორგანიზმი”
“ჩემი მეტაბოლიზმი განვითარდა”

“ამ მეთოდის საშუალებით, დიეტის დაცვა უფრო გამიმარტივდა. შიმშილის გრძნობა დამისუსტდა და თავს უფრო მეტად ენერგიულად ვგრძნობდი “
“წონაშიც დავიკელი”

ამასთანავე გაძლიერდა მონელების სისტემაც, ენერგიის მომატებასთან ერთად, სპორტით დავკავდი და ჯერ მხოლოდ 2 კვირა იყო გასული და შედეგიც მივიღე, წონაში დავიკელი”
“აღარ მაწუხებს კუჭის პრობლემები”

“ამ მეთოდის საშუალებით მოვიცილე კუჭის პრობლემები – რეფლუქსი და მჟავიანობა. ახლა უკვე ჭამის შემდეგ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ!”
“უკეთესად გამოიყურება ჩემი კანიც”

“არ მოგატყუებთ, წინათ ადამიანებს უფრო ასაკოვანი ვეგონე, ვიდრე ახლა. გამოდის, რომ ამ მეთოდმა კანზე ძალიან კარგად იმოქმედა (2 თვის შემდეგ)”
“თმებსაც შეეტყო ცვლილება”

“წინათ თვეში ორჯერ მიწევდა თმების გასალამაზებლად სილამაზის სალონში მისვლა, თუმცა ახლა უფრო კარგად გამოიყურება. ეს უზმოზე წყლის დალევის დამსახურებაა.”
“მოვიცილე საშარდე ინფექციები”

“მომეხსნა მოშარდვის პრობლემაც, როგორც ჩანს წყალი ძალიან ბევრ რამეს კურნავს ორგანიზმში”
“დიდი ხანია ჯანმრთელობის პრობლემები არ გამაჩნია”

“ამ მარტივ რიტუალმა გამაძლიერა. ძლიერი იმუნური სისტემის საშუალებით დამავიწყდა როგორია გაციება, გრიპი და სხვა ვირუსული დაავადებები…”
ჩამოვყალიბდეთ, როგორ უნდა მივირთვათ უზმოზე წყალი?

გაიღვიძებთ თუ არა, მიირთვით 4 ჭიქამდე წყალი. თუ ვერ შეძლებთ, 1 ჭიქა მაინც უნდა დალიოთ. ამის შემდეგ, 45 წუთის განმავლობაში არ უნდა მიირთვათ არაფერი.
დღის განმავლობაში ჭამის წინ მიირთვით წყალი, ეცადეთ ჭამის შემდეგ, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში არ დალიოთ არანაირი გაზიანი ან ენერგეტიკული სასმელი, ასევე გაინთვალისწინეთ, რომ ამ პერიოდში მოწევაც უფრო მავნებელია.
თუ ზუსტად შეასრულებთ ამ ყველაფერს, მაშინ მხოლოდ 10 დღეში, ან კიდევ მაქსიმუმ 30 დღეში მიიღებთ შედეგს!