(ვიდეო) ”ამ დრომდე არ მჯეროდა სასწაულების…” – რა ვიდეოს აქვეყნებს გონიოში ტრაგიკულად დაღუპული გოგოს და? – geonewest.com
ახალი ამბები

(ვიდეო) ”ამ დრომდე არ მჯეროდა სასწაულების…” – რა ვიდეოს აქვეყნებს გონიოში ტრაგიკულად დაღუპული გოგოს და?

გონიოში ტრაგიკულად დაღუპული, მეგი ჯაიანის და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

,,ამ დრომდე არ მჯეროდა სასწაულების, მაგრამ შენ, ჩემს და ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ააყირავე, ძალიან ბევრმა მომწერა, რომ ეს ჩიტი მთელი დღე სადარბაზოს არ მოცილებია, დაკრძალვამდე და დაკრძალვის მერეც გუშინ რომ შემოფრინდი და ჩვენს ირგვლივ ტრიალებდი, ახლა დილის 9:31 წუთია და შენ ისევ აქ ხარ, ისევ ჩვენს გვერდით, არადა გუშინ მამიკომ კარები სპეციალურად ღია დაგიტოვა გაფრინდესო, ცოდოა აქო, მაგრამ შენ ხომ ძალიან ჯიუტი იყავი და ხარ?

თვალს არ გაშორებდა მამიკო, თვალებში შეგციცინებდა იქნებ რამე უნდა და მანიშნოსო ჩემო

სიცოცხლე, ვერ გეტყვი და ვერ ავხსნი ჩემს გულში რახდება ან აწი რა იქნება, ის ვიცი რომ ამის შემდეგ ჩემს სიცილსაც, ღიმილსაც და ტირილსაც ერთი ფასი აქვს მამიკოს პირადი ანგელოზი ჩვენზე თუ არა მამიკოზე მაინც როგორ არ იფიქრე?! მეგიკუნა, ჯერ ხომ წინ ძალიან ბევრი რამგვქონდა ერთად გასაკეთებელი?! სად გეჩქარებოდა?! გთხოვ, ხშირად მანიშნე, რომ სულ ჩემს გვერდით ხარ, გთხოვ ხშირად მოდი ჩემთან სიზმრებში ვიცი რომ სულ ჩემს გვერდით იქნები, როგორც ჩემი მფარვნელი ანგელოზი და დამიცავ მუდამ! მიყვარხარ სამუდამოდ და უსაზღვროდ, ჩემო სიცოცხლე“, – წერს ნაზი ჯაიანი.

Back to top button