“რას ამბობს სოფო ნიჟარაძე საოცარი შესრულების შემდეგ,რომლითაც სიმღერის იტალიელი ავტორიც კი აღაფრთოვანა..”
“მთავარი არხის” საახალწლო ეთერში მომღერალ სოფო ნიჟარაძის მიერ შესრულებულ იტალიურ სიმღერას – Ancora, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოფო ნიჟარაძის ნამღერით სიმღერის ავტორი, კომპოზიტორი და მომღერალი კრისტიანო მარჯიოლიოც მოიხიბლა.
“უდიდესი მადლობა ქეთის, ამ ყველაფრის მთავარი გმირი არის ქეთი ნოგიევა” – დაწერა სოფო ნიჟარაძემ “ფეისბუქზე”.
მან თბილი სიტყვები არ დაიშურა არც მსმენელისა და შემოქმედებითი ჯგუფისთვის:
“კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, ბედობას, სიხარულის, ბედნიერების, ყველა სურვილის ასრულების წელი ყოფილიყოს! მიყვარხართ და მადლობა ამდენი თბილი სიტყვებისთვის და ასეთი შეფასებისთვის, რომელსაც ნამდვილად ვერ დაიმსახურებდა ერთი ბიჭის გარეშე Tornado Gabunia. მას ეკუთვნის ამ გამოსვლის წარმატება და მინდა ცალკე მადლობა ვუთხრა მას საჯაროდ, რომელმაც ერთ ღამეში ყველაფერი გადადო და გააკეთა “ანკორას” ინსტრუმენტალიმადლობა. დათააა. მადლობა ჩემს ალეკო ბერძენიშვილს Alekø Berdzenishviliდა ქეთი ორჯონიკიძეს Keti Orjonikidze. ასევე მადლობა ჩემს დათუნა სულიკაშვილს Datuna Sulikashvili ლუქისთვის, ოლგა სპირინას Olga Spirina მეიქაფისთვის. დააააბოლოს მთავარი ჩემს დათო გერსამიას, რომლის კადრი ყოველთვის ყველასგან გამორჩეულია David Gersamia და რა თქმა უნდა მთავარ სულის ჩამდგმელს ჩემს Nika Gvaramia – სა და ჩემს სუპერ გოგოს Tashka Tamar Chantladze-ს.”