ახალი ამბები

“გამწარებულმა დედამ უნდა გაიგოს მისი შვილის ამბავი!” ადვოკატი ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მოვითხოვეთ გამოძიების დუშეთიდან თბილისში გადმოტანა! სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა რესურსი ყველა დეტალის გასარკვევად.

საქმეში უნდა მოხდეს გამომძიებელთა ახალი გუნდის ჩართვა! მადლობა, რომ ამ 2 თვეში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი! გამწარებულმა დედამ უნდა გაიგოს მისი შვილის ამბავი! მადლობა საზოგადოებას ასეთი ნდობისთვის, მაგრამ საქმის გამოძიებას არ ატარებს დაზარალებულის ადვოკატი. საქმის გამოძიების უფლება აქვს მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს და არა ადვოკატს. ველოდებით შსს-ს გადაწყვეტილებას,” – წერს ტარიელ კაკაბაძე.

Back to top button