
დაკავებულია ტაქსის მძღოლი, რომელსაც უცხოელი მამაკაცის გაუპატიურებას ედავებიან. შემთხვევა კახეთში მოხდა, რის გამოც სამართალდამცავებმა 50 წლამდე კაცი აიყვანეს. როგორც “მთავარი ამბები კახეთიდან” იუწყება, ტაქსის მძღოლს ტურისტმა კაცმა უჩივლა. მას ამ დროისათვის ექსპერტიზა უტარდება.
შემთხვევა დედოფლისწყაროში მოხდა, სავარაუდო დამნაშავე კი ლაგოდეხში დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.