რა მოგვივა თუ შუა თითზე 5 წუთით ხელს მოვიჭერთ? ეს ყველამ უნდა სცადოთ! – geonewest.com
საინტერესო

რა მოგვივა თუ შუა თითზე 5 წუთით ხელს მოვიჭერთ? ეს ყველამ უნდა სცადოთ!

ყურადღებით დააკვირდით თქვენი ხელის თითების ფალანგას, რას ხედავთ? ალბათ მხოლოდ ხუთ თითს, თუმცა რეფლექსოლოგები ხედავენ ბიოაქტიური წერტილების მთელს უფსკრულს, რომელთაც (კვლევების თანახმად) ეკუთვნით ძალაუფლება მთელს სხეულსა და ჩვენს განწყობაზე.

გაინტერესებთ რომელ თითს რისი მართვის ფუნქცია აკისრია ან რა დაგვემართება თუ შუა თითზე 5 წუთით ხელს მოვიჭერთ? მაშინ ყურადღებით წაიკითხეთ სტატია.

1. ცერა (დიდი) თითი. ცერა თითს აკისრია იტვირთოს ყველა თქვენი გადაწყვეტილებები. ის ასევე პასუხისმგებელია თავის ტკივილსა და განგაშზე. თუ დეპრესია მოგეძალათ, თავის ტკივილი გაგიძლიერდათ ან ნერვულ აშლილობას ექნება ადგილი, მოიჭირეთ ხელი ცერა თითზე მჭიდროდ 5 წუთის მანძილზე და ყველაფერი მალე გაივლის ან შესუსტდება. რეფლექსოლოგების თქმით, ეს პროცესი ხელს უწყობს ტვინის გაგრილებას.

2. საჩვენებელი თითი. საჩვენებელი თითი აკონტროლებს კუნთების ტკივილს, ასევე გაოცების, შიშის და სიმორცხვის გრძნობას. მინესოტას უნივერსიტეტის კვლევების თანახმად, პაციენტებს, რომელთაც კუნთების და წელის ტკივილი ტანჯავდათ, რეფლექსოთერაპიის სეანსების შემდეგ მდგომარეობა საგრძნობლად გამოუკეთდათ. თქვენც შეგიძლიათ შეასუსტოთ კუნთების ტკივილი საჩვენებელ თითზე 5 წუთით ხელის მოჭერით.

3. შუა თითი. შუა თითი პასუხისმგებელია თქვენს შრომისუნარიანობაზე. თუ ჩვეულებრივზე მეტად დაღლილად და სუსტად გრძნობთ თავს, ან ხართ გაღიზიანებული და გაბრაზებული, მაშინ შუა თითზე ხელის 5 წუთით მოჭერა დაასტაბილურებს თქვენს არტერიულ წნევას და მოხსნის დაძაბულობას.

4. (უსახელო) არა თითი. მწუხარებასა და უარყოფით ემოციებთან გამკლავებასთან პასუხიმსგებელია არა თითი. თუ მოახდენთ სუნთქვის კონტროლს, მოთოკავთ ნერვებს და არა თითზე 5 წუთით მოიჭერთ ხელს, ყველაფერი უარყოფითი მალე გაივლის.

5. ნეკა თითი. ნეკა თითი პასუხისმგებელია თქვენს თვითშეფასების უნარზე, ნერვებსა და სტრესზე. აქაც სწორედ ეს 5 წუთიანი თერაპიაა საჭირო და ნეკა თითზე ხელის მოჭერით ყველაფერი წარმოუდგენლად მალე გაივლის, თან თუ პროცესის დროს თქვენი ფიქრები მხოლოდ დადებითად იქნება წარმოდგენილი, შედეგი უფრო მალე იქნება.

6. ხელის გული. ხელის გული გრძნობების და ემოციების ცენტრია. რეფლექსოთერაპიის თანახმად კი თუ მეორე ხელის თითებით ხელის გულს წრიული მოძრაობით დაიმასაჟებთ, თან 3-ჯერ ღრმად ჩაისუნთქავთ და ამოისუნთქავთ, დაძაბულობა, გულისრევის შეგრძნება, დიარეა და ყაბზობა სწრაფად გაივლის.

7. ხელის გულების შეერთება. ეს ჟესტი ძირითადად მედიტაციის დროს გამოიყენება. იგი ეხმარება აზრების და გრძნობების კონცენტრირებას, ასევე გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას.

Back to top button