
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის შედეგად 21 წლის ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო დანარჩენებს მსუბუქი მოტეხილობები აქვთ. შემთხვევა სოფელ ზუმის ტერიტორიაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. გარდაცვლილი 21 წლის ახალგაზრდა შალე ბებია სოფელ მუხურის მკვიდრი იყო. იგი ასევე იყო სპორტსმენი და თბილისში ცხოვრობდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: resonancedaily. com



