
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებს და საზოგადოებას მნიშვნელოვან რეკომენდაციებს უზიარებს:
„19 თებერვალს საქართველოში ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილებაა მოსალოდნელი. დაბლობსა და ბარში წვიმა, ზამთრის კურორტებზე – თოვლი, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი ნალექი. პერიოდულად (დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც) გაძლიერდება დასავლეთის ქარი, ტემპერატურა არსებულთან შედარებით მნიშვნელოვნად დაიკლებს, ზღვაზე იქნება შტორმული სიტუაცია.
გაითვალისწინეთ უამინდობის დროს არსებული რეკომენდაციები:
• ტრანსპორტის შეფერხებების თავიდან ასაცილებლად დაგეგმეთ გადაადგილება წინასწარ.
• უზრუნველყავით აივნებზე ნივთების უსაფრთხოება.
• მოერიდეთ ხეების ქვეშ გაჩერებას ძლიერი ქარის დროს
• ყურადღება მიაქციეთ ღუმელების და ბუნებრივი აირის წყაროების უსაფრთხო გამოყენებას.
ერთად ვიზრუნოთ უსაფრთხოებაზე და მოვემზადოთ ამინდის ცვლილებისთვის, უამინდობა დიდხანს არ გაგრძელდება – საქართველოში 20 თებერვლიდან გამოიდარებს“, – წერს კობა ფარტენაძე.



