გაირკვა წუხელ ავარიაში დაღუპული ყველა მოზარდის ვინაობა – “საჭესთან 14 წლის მერაბი იჯდა, ეკ­ლე­სი­ა­ში წა­ვიდ­ნენ და იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ…“ – geonewest.com
ახალი ამბები

გაირკვა წუხელ ავარიაში დაღუპული ყველა მოზარდის ვინაობა – “საჭესთან 14 წლის მერაბი იჯდა, ეკ­ლე­სი­ა­ში წა­ვიდ­ნენ და იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ…“

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ მე­ლა­ან­ში გუ­შინ, 21 თე­ბერ­ვალს უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. “ჰონ­დას” მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც ხუთი მო­ზარ­დი იჯდა, ამობ­რუნ­და და ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა.

რო­გორც “ამბებისთვის” გახდე­ბა ცნო­ბი­ლი, ავა­რი­ის დროს მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვარ­და ორი მო­ზარ­დი და ბავ­შვებ­მა სხვა­დას­ხვა სა­ხის მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი მი­ი­ღეს, სამ­წუ­ხა­როდ, ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვლა ვე­ღარ შეძ­ლო სამ­მა მო­ზარ­დმა და ისი­ნი და­ი­ღუპ­ნენ.

და­ღუ­პუ­ლია ორი ბიჭი და ერთი გო­გო­ნა, ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი არი­ან – საბა წნო­რი­აშ­ვი­ლი, მე­რაბ შინ­ჯი­კაშ­ვი­ლი და მათი ბი­ძაშ­ვი­ლი გვან­ცა.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა სო­ფელ მე­ლა­ან­ში ­ღა­მის, 10 სა­ათ­ზე მოხ­და. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის და პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბი, მაგ­რამ ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი მან­ქა­ნი­დან მო­ზარ­დე­ბის გად­მოყ­ვა­ნა ვე­ღარ შეძ­ლეს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მო­ზარ­დე­ბი სო­ფელ­ში არ­სე­ბულ სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში წა­ვიდ­ნენ და იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, როცა ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და.

“ეს ისე­თი უბე­დუ­რე­ბაა, როცა სი­ტყვე­ბი უძ­ლუ­რია. გაგ­ვა­ნად­გუ­რა ამ ამ­ბავ­მა. გუ­შინ სა­ღა­მოს 10 სა­ათ­ზე დატ­რი­ალ­და და ყვე­ლა თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლია. სა­ჭეს­თან 14 წლის ბავ­შვი, მე­რაბ შინ­ჯი­კაშ­ვი­ლი იჯდა. ყო­ველ­თვის დაჰ­ყავ­და ხოლ­მე ამ ბავ­შვს მან­ქა­ნა, ხან ტრაქ­ტო­რი დაჰ­ყავ­და. ეს არ იყო მის­თვის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა. იქ რა მოხ­და, ვერ გე­ტყვით.

სა­ვა­რა­უ­დოდ, სიჩ­ქა­რეა მი­ზე­ზი. ზე­მოთ სა­მე­ბის ეკ­ლე­სია გვაქვს და იქ წა­სუ­ლან ყვე­ლა­ნი ერ­თად. ერ­თმა­ნე­თის დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი, ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი არი­ან და ერთი მე­ზო­ბე­ლი იყო, ისიც არას­რულ­წლო­ვა­ნი. იქი­დან მო­დი­ოდ­ნენ თურ­მე, რო­გორც ჩანს, სა­ჭეს­თან მყოფ­მა მან­ქა­ნა ვე­ღარ და­ი­ჭი­რა, სის­წრა­ფით არის წა­მო­სუ­ლი მან­ქა­ნა, რა­ღა­ცას შე­ე­ჯა­ხა და მერე მან­ქა­ნა ამობ­რუნ­და.

მან­ქა­ნას ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა, სულ ხუთ­ნი ის­ხდნენ, ორი გად­მო­ვარ­და, ბავ­შვებს ნეკ­ნე­ბი აქვთ დამ­ტვრე­უ­ლი და სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი საბა, მე­რა­ბი და გვან­ცა და­ი­ღუპ­ნენ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვია. საბა და მე­რა­ბი დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი არი­ან, გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა გვან­ცა, მათი ბი­ძაშ­ვი­ლია, ის ქა­ლა­ქი­დან იყო ჩა­მო­სუ­ლი და ეს დიდი ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა თავს. გლო­ვაა სო­ფელ­ში, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ყვე­ლა.

საბა წნო­რი­აშ­ვი­ლი და მე­რა­ბი შინ­ჯი­კაშ­ვი­ლი ერ­თმა­ნე­თის მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­დნენ, მათ სახ­ლებს ერთი ღობე ყოფს, ერ­თად გაზ­რდი­ლე­ბი არი­ან. ორი­ვე მე­ლა­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. მე­რა­ბი იჯდა სა­ჭეს­თან, მე­რაბს ორი და ჰყავს, სა­ბა­საც ორი და ჰყავს. და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რის სა­ბას დაც არის – ის მე­ცხრე კლა­სე­ლია. მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი აქვს და ამ­ჟა­მად კლი­ნი­კა­შია. კი­დევ და­შა­ვე­ბუ­ლია მათი მე­ზო­ბე­ლი, ისიც კლი­ნი­კა­შია მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბით.

გარ­დაც­ვლილ გო­გო­ნას გვან­ცას, შო­რი­დან ვიც­ნობ­დი, მას ბებო და პაპა ჰყავს სო­ფელ­ში და იქ ზა­ფხუ­ლო­ბით მო­დი­ო­და ხოლ­მე. ჩამ­კვდა­რია დღეს ჩვე­ნი სო­ფე­ლი, გლო­ვაა, წუ­ხელ სამ სა­ათ­ზე ცხედ­რე­ბი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს. სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებ­და. სა­ბას მამა გან­წი­რუ­ლი ხმით ღრი­ა­ლებ­და, რა ვუ­თხრა ბიჭო დე­და­შენ­სო. დე­და­მი­სი ავად არის, სიმ­სივ­ნე აქვს და არ ვიცი ამ ამ­ბავს რო­გორ გა­და­ი­ტანს.

ამა­ზე დიდი ტრა­გე­დია არ ვიცი რა შე­იძ­ლე­ბა იყოს. გა­ნად­გურ­დნენ ოჯა­ხე­ბი.

სა­ში­ში ად­გი­ლია, მიხ­ვე­ულ-მოხ­ვე­უ­ლი გზე­ბია და ვერ და­ი­ჭი­რა ეტყო­ბა საჭე. მან­ქა­ნა უცებ აფეთ­ქე­ბუ­ლა, არც არა­ვინ იქ­ნე­ბო­და იქ, ცოტა მი­კარ­გუ­ლი ად­გი­ლია, თუმ­ცა სო­ფელ­თან ახ­ლოს კი არის. რომ აფეთ­ქდა უკვე ვე­რა­ვინ ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და მათ გა­დარ­ჩე­ნას. მან­ქა­ნა რომ ამოტ­რი­ალ­და ორი მო­ზარ­დი გა­მო­აგ­დო ალ­ბათ რა­ღაც ძა­ლამ, ალ­ბათ კა­რებ­თან ის­ხდნენ ისი­ნი და გად­მოც­ვივ­დნენ. რო­მე­ლიც შუ­ა­ში იჯდა ალ­ბათ შიგ დარ­ჩა. ღმერ­თმა გაძ­ლე­ბა მის­ცეს მა­გათ ოჯა­ხებს.

ვერ შევ­ძე­ლი მან­ქა­ნამ­დე მივ­სუ­ლი­ყა­ვი, და­ნახ­ში­რე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა­ფე­რი”, – განუცხადა “ამბებს” ად­გი­ლობ­რი­ვმა.

წყარო: www.ambebi.ge

Back to top button