ცოლს სანადირო თოფი ესროლა და ადგილზევე მოკლა – ქმარი იმავე დღეს დააპატიმრეს – geonewest.com
ახალი ამბები

ცოლს სანადირო თოფი ესროლა და ადგილზევე მოკლა – ქმარი იმავე დღეს დააპატიმრეს

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 22 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ბრალდებულმა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, სანადირო თოფიდან გასროლით მეუღლეს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ პუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – აცხადებს პროურატურა.

Back to top button