„11-ში ღა­მით ტაქ­სით წა­ვი­და სამ­სა­ხურ­ში და… ღამის 4-ის ნახევარზე პოლიციამ დამირეკა” – რას ჰყვება თბილისის ზღვასთან დაღუპული 25 წლის ბიჭის და? – geonewest.com
ახალი ამბები

„11-ში ღა­მით ტაქ­სით წა­ვი­და სამ­სა­ხურ­ში და… ღამის 4-ის ნახევარზე პოლიციამ დამირეკა” – რას ჰყვება თბილისის ზღვასთან დაღუპული 25 წლის ბიჭის და?

თბი­ლი­სის ზღვა­ზე ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპო­ვეს. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლი 25 წლის ნუკ­რი (კოკე) კო­კუ­აშ­ვი­ლია. ბი­ჭის ცხე­და­რი პო­ლი­ცი­ამ ნახა.

ის დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან იყო და თბი­ლის­ში ქი­რით ცხოვ­რობ­და.

შსს -ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე 115-ე მუხ­ლით აღიძ­რა, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

ambebi.ge გარ­დაც­ვლი­ლის დას, ნინო კო­კუ­აშ­ვილს ესა­უბ­რა. ნუკ­რი და ნინო სან­ზო­ნა­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ:

“ღა­მის 4-ის ნა­ხე­ვარ­ზე და­მი­კავ­შირ­და პო­ლი­ცია და მი­თხრეს, ად­გილ­ზე მო­დი­თო. მათ შე­მა­ტყო­ბი­ნეს ჩემი ძმის ამ­ბა­ვი. თემ­ქა­ზე, ზღვა­ზე გამ­ვლე­ლებს უპო­ვი­ათ მისი ცხე­და­რი. გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია, ისევ და­მი­ბა­რე­ბენ. მი­თხრეს, ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი 45 დღე­ში იქ­ნე­ბაო. რა გაძ­ლებს იქამ­დე…. ყვე­ლა­ნა­ი­რად გა­მოვ­რი­ცხავ თვით­მკვლე­ლო­ბას, ისე­თი ბიჭი იყო, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქონ­და, ეს ნა­ბი­ჯი რომ გა­და­ედ­გა. ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შვი იყო, მუ­შა­ობ­და კა­ზი­ნო “აჭა­რა­ში”, ყვე­ლა­ნი იყ­ვნენ მო­სუ­ლი, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ყვე­ლა­ნი და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თე­ბენ ყვე­ლა ტი­რო­და. ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლია და შოკ­შია.

არა­ფე­რი ვიცი, არა­ფერს მე­უბ­ნე­ბო­და სა­ერ­თოდ, ვე­რა­ფერს ათ­ქმე­ვი­ნებ­დი, რომ ვკი­თხავ­დი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გყავს თუ არა-მეთ­ქი, მპა­სუ­ხობ­და, – შენი საქ­მე არ არი­სო. მე­გობ­რე­ბი რო­გორ არი­ან-მეთ­ქი და ხუმ­რო­ბით მე­ტყო­და, – შენ შენს მე­გობ­რებს მი­ხე­დეო… თა­მაშს გა­მოვ­რი­ცხავ, რამ­დე­ნი წე­ლია კა­ზი­ნო­ში მუ­შა­ობს, თუ რამე მსგავ­სი ხდე­ბა, კა­ზი­ნო­ე­ბი ასეთ თა­ნამ­შრომ­ლებს ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ სამ­სა­ხუ­რი­დან, ამას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­გებ­დით. არ ვიცი, ვინ რა გა­უ­კე­თა, 11-ში ღა­მით ტაქ­სით წა­ვი­და სამ­სა­ხურ­ში და იქამ­დე არ მი­სუ­ლა, სამ­სა­ხურ­ში არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა. პო­ლი­ცი­ამ რომ და­მი­რე­კა, არ და­ვი­ჯე­რე და მა­შინ­ვე სამ­სა­ხურ­ში დავ­რე­კე, მი­თხრეს, – არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლაო. ექ­სპერ­ტი­ზამ ბი­ჭე­ბი არ და­ას­წრო, რომ ენა­ხათ მისი ცხე­და­რი, ჩაც­მუ­ლი ჩა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს, ისე, ყელ­თან აქვს რა­ღაც და­ზი­ა­ნე­ბა, სხვა არა­ფე­რი ვი­ცით. ერ­თად ვცხოვ­რობ­დით სან­ზო­ნა­ში ქი­რით და-ძმა. მე­ო­რე ძმაც მყავს. ნუკ­რი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩემ­თვის, არ ვიცი, რო­გორ გა­ვაგ­რძე­ლებ ცხოვ­რე­ბას, რო­გორ­მე უნდა შე­ვე­ცა­დო…”

წყარო: ambebi.ge

Back to top button