ახალი ამბები

„სიძე დაგვეღუპა, მეუღლე და შვილები კი მძიმე მდგომარეობაში არიან…“ — თბილისი-მოსკოვის რეისზე მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ტრაგედია დატრიალდა რამდენიმე დღის წინ რუსეთშის სტავროპოლის მხარეში, სადაც საქართველოდან მიმავალი ავტობუსი “კამაზის” მარკის სატვირთოს შეეჯახა და თხრილში გადავარდა, რის შედეგადაც კი 7 ადამიანი დაიღუპა.

ერთ-ერთი დაღუპული ვალერი მაჭავარიანია, რომლის მეუღლე და შვილები მძიმედ დაშავდნენ და ახლა სამკურნალოდ თანხის შეგროვებას საჭიროებენ. სოციალურ ქსელში დაღუპულის ნათესავი მიმართვას ავრცელებს.

“ძვირფასო მეგობრებო და ახლობლებო.

რამდენიმე დღის წინ მომხდარმა ტრაგიკულმა ავტოსაგზაო შემთხვევამ ჩვენ ოჯახს უდიდესი ზიანი მიაყენა, ჩემი მამიდაშვილის ოჯახია. სამწუხაროდ, ავარიას ემსხვერპლა ჩვენი სიძე ვალერი მაჭავარიანი, ხოლო მისი მეუღლე და შვილები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და დღესაც საჭიროებენ მკურნალობას, რეაბილიტაციასა და მუდმივ ზრუნვას.

ოჯახს მძიმე ფინანსური ტვირთი დააწვა. საჭიროა სამედიცინო ხარჯების დაფარვა.

ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, ნებისმიერი ოდენობის ფინანსური დახმარება გაუწიოთ ოჯახს. თითოეული ლარი, თითოეული გაზიარება და თითოეული თანადგომა ამ რთულ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია.

წინასწარ მადლობას გიხდით გულშემატკივრობისთვის, მხარდაჭერისთვისა და სიკეთისთვის

TBC ბანკის ანგარიში:

#GE52TB7826645064300066

საქართველოს ბანკის ანგარიში:

#GE11BG0000000255372900

მიმღები: გიორგი თედორაძე” – წერს თაკო მექვაბიძე.

Back to top button