ქალმა შეყვარებული მოკლა, როცა გაიგო, რომ იგი სხვაზე დაქორწინებას აპირებდა
ბრიტანული პრესა – Mirror ინფორმაციას ავრცელებს ქალის შესახებ, რომელმაც თავისი შეყვარებული იმის გამო მოკლა, რომ სხვასთან შეუღლებას აპირებდა.არაბთა გაერთიანებული საამიროების სამართალდამცავებმა ქალი უკვე დააკავეს, თუმცა ამბავი ამით არ სრულდება.
წყარო იუწყება, რომ დამნაშავემ, ათი წლით ახალგაზრდა მოკლულ შეყვარებულს სასქესო ორგანო მოაჭრა, რითიც ტრადიციული არაბული კერძი მოამზადა და ადგილობრივ მშენებლებს გაუმასპინძლდა (აღნიშნული საკვები ინდური სამზარეულოდან კერძ – ბირიანს ჰგავს, თუმცა არაბულისგან განსხვავებით, მას ბევრი ხორცი და ბრინჯი არ აქვს). სასამართლოზე დამნაშავის განცხადების მიხედვით, მან სხეულის დანარჩენი ნაწილი ძაღლებს საჭმელად დაუგდო.
მაშინ, როდესაც გარდაცვლილის დედ-მამიშვილმა თავისი ძმის ძებნა დაიწყო, მან ერთადერთს რასაც მიაგნო ბლენდერში გაჭედილი კბილი იყო.
გამოცემის ცნობით, წყვილი ერთად 7 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, თუმცა მათი ურთიერთობა მაშინ დასრულდა, როდესაც კაცმა მოულოდნელად მოროკოში სხვაზე დაქორწინება გადაწყვიტა.
ინფორმაციის მიხედვით, დამნაშავემ ჩადენილი დანაშაული აღიარა. მან ასევე, განაცხადა, რომ უეცრად საშინლად გაბრაზდა თავის პარტნიორზე და ამის გამო მოკლა იგი. აღიარების შემდეგ, ქალი, რომლის ვინაობაც გავრცელებული არაა, ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს.