ტრაგიკულად დაღუპული ქალის ვინაობა – “სამი შვილი დარჩა, მათ შორის ერთი ახლა რეანიმაციაშია…“
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა. 40 წლამდე ქალი კლინიკა “მედინას” მიმდებარედ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა. შეჯახების შედეგად იგი ადგილზე დაიღუპა.
გარდაცვლილი დარინა ბოლქვაძეა. გარდაცვლილს 3 შვილი დარჩა. ცნობილი ხდება, რომ შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ქალი კლინიკაში შვილის სანახავად მიდიოდა.
“დაღუპულ ქალს კლინიკა მედინაში ჩვილი ბავშვი ჰყავდა მოთავსებული. მისი შვილი რამდენიმე დღეა რეანიმაციულ განყოფილებაშია, მისთვის რძე მიჰქონდა და სამწუხაროდ, ასეთი უბედურება დაატყდა თავს. შეეჯახა მანქანა და ადგილზე დაიღუპა ქალი. კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა უკვე გარდაცვლილი იყო” – აცხადებენ ადგილობრივები.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას”, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ambebi.ge