ახალი ამბები
“საქართველოს ისტორია გმირებად შეგაფასებთ”- ვის მიმართავს ნანუკა ჟორჟოლიანი?
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:
,,წარმოიდგინეთ რომ ხართ მათ შორის, ვისაც ხვალ, კანონის ჩაგდება და ქვეყნის გადარჩენა შეგიძლიათ. საქართველოს ისტორია გმირებად შეგაფასებთ. მთავარია თქვათ არა! სამშობლოს ღალატზე”– წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.
რაც შეეხება პლენარულ სხდომას, როგორც ცნობილია, პარლამენტი აღნიშნულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ხვალინდელ სხდომაზე გეგმავს.