ახალი ამბები
სკოლაში მისულ ქალს თავზე ბეტონი დაეცა! – რა მოხდა ბოლო ზარის საზეიმო ღონისძიებაზე?
ბათუმის მერვე საჯარო სკოლის შენობიდან ჩამოვარდნილი ბეტონის ნატეხი ქალს თავზე დაეცა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სკოლის ეზოში ბოლო ზარის ღონისძიება მიმდინარეობდა.
ფაქტი სკოლის დირექტორმა ქეთევან გვარჯალაძე-გორგოშაძემ დაადასტურა და განაცხადა, რომ ქალს ტვინის შერყევა აქვს მიღებული, ამ ეტაპზე კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დაშავებული მშობელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში მოათავსა.
წყარო: აჭარა თაიმსი