დანით 50-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული – კესარიას მკვლელობაზე ახალი დეტალები ვრცელდება
ცნობილი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მოკლეს. მას სავარაუდოდ დანით 50-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.
შსს–ის ინფორმაციით, კესარია აბრამიძე დანითაა მოკლული. მისი ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ნახეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალდებული მისი მეგობარი მამაკაცია, კონფლიქტის მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო გახდა.
სამართალდამცავები მკვლელობაში ბრალდებულს, ბ.ჯ.-ს ყველგან ეძებენ. “პირველების” წყაროს ინფორმაციით, “რატის ბარის” თანამშრომელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
კესარია აბრამიძე 18 აგვისტოს 37 წლის გახდა.