
ხაშურში, დღეს დილით, 9 წლის ბავშვი სამსახურიდან მისულ მამას გარდაცვლილი დახვდა, დედა კი უგონო მდგომარეობაში. ინფორმაციას ამის შესახებ „მოზაიკა“ ავრცელებს.
როგორც “მოზაიკას” უთხრეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დედა ხაშურის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა.
„მამა პოლიციელია. დილით როდესაც მორიგეობიდან სახლში დაბრუნდა, ეს ვითარება დახვდა“, – უთხრეს „მოზაიკას“.
ფაქტზე პოლიციამ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.