“თვენახევრის დაქორწინებულები იყვნენ, ძალიან დადებითი და წესიერი ბიჭია, მაგრამ…” – რატომ დაჭრა ახალგაზრდა კაცმა ახალმოყვანილი ცოლი? – geonewest.com
ახალი ამბები

“თვენახევრის დაქორწინებულები იყვნენ, ძალიან დადებითი და წესიერი ბიჭია, მაგრამ…” – რატომ დაჭრა ახალგაზრდა კაცმა ახალმოყვანილი ცოლი?

გორში, კვერნაქის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ქალს ქმარმა სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებებით 20 წლის გოგო სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გორში, სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა და ახალგაზრდა ქალს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც გვითხრეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილობრივები ადასტურებენ, რომ ახალგაზრდა ქალს დაზიანებები მეუღლემ მიაყენა.

“რომ მივედი უკვე მიჰყავდათ დაჭრილი გოგო კლინიკაში… ვიცით, რომ ყურზე ჰქონდა სერიოზული დაზიანებები მიყენებული, ასევე სხეულზე რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. სისხლის გუბე იდგა ოთახშიო, – მითხრა მეზობელმა, რომელიც ხმაურზე შევიდა იქ. ახალი გადმოსულები არიან, ახალშეუღლებულები ყოფილან. მე პირადად არც ვიცნობდი”, – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

ცოლზე ფიზიკურად ძალადობის შემდეგ, თავად მამაკაცმა თვითდაზიანება მიიყენა ყელის არეში. ისიც კლინიკა ,,გორმედშია” გადაყვანილი და არც მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.

“რატომ მოხდა ეს ამბავი, ამას სამართალდამცავები ადგენენ. დეტალები ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია. ვიყავი ადგილზე მისული და ახლა ველოდები გამოძიებას. ორივე გადარჩა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ვიცი, გოგო ამ დრომდე რჩება კლინიკაში, მას, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ჰქონდა ჭრილობები მიყენებული. ბიჭი “გორმედში” იყო გადაყვანილი, მას არ აქვს მძიმე დაზიანება. თვენახევარია რაც დაქორწინებულები არიან. გოგოს არ ვიცნობ. ვიცნობდი ამ ბიჭს და მისგან ძალიან მიკვირს ასეთი ქმედება. საკმაოდ დადებითი პიროვნება იყო, ჭკვიანი და წესიერი. ფაქტს შემსწრე არ ჰყავს. ის შენობა, სადაც დანაშაული მოხდა, სახელმწიფო საკუთრებაა და იქ დევნილები თვითნებურად არიან შესახლებულები. სისხლის გადასხმის სადგურის ყოფილ შენობაა. ეს ბიჭიც თვითნებურად შევიდა, ოთახი გაარემონტა და იქ ცხოვრობდა. თვითონ გორელია, ძალიან კარგი ოჯახის შვილი. მამამისსაც ვიცნობ, ძალიან კარგი ადამიანია… მეზობლები ამბობენ, ხმაური რომ ატყდა, შევედით მათ ბინაში და უნახავთ დაჭრილი გოგო. მეზობლებს გამოუყვანიათ ის ოთახიდან, სასწრაფოც მალე მოსულა და მალე გადაუყვანიათ კლინიკაში. სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგ მსუბუქი თვითდაზიანება აქვს ბიჭს მიყენებული ყელის არეში.

წყარო: kvirispalitra.ge

Back to top button