“დიდ სისულელეს ამბობს”– რატომ დაუპირისპირდა ხატია დეკანოიძე გიორგი გველესიანს
“ბოროტებაა, როცა ქალების ფეხბურთის წარმატების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი კაცი ფეხბურთელი ამბობს, რომ “ფეხბურთი ქალების საქმე არ არის”– ასე ეხმიანება პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე ფეხბურთელ გიორგი გველესიანის განცხადებას, სადაც ის აბობს, რომ სპრტის ეს სახეობა ქალების საქმე არ არის.
“ბოროტებაა, როცა ქალების ფეხბურთის წარმატების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი კაცი ფეხბურთელი ამბობს, რომ “ფეხბურთი ქალების საქმე არ არის”.
იმის მაგივრად, რომ სპორტის პოპულარიზაციას ეწეოდეს, უაღრესად დიდ სისულელეს ამბობს და ქართველი ფეხბურთელი გოგოების წარმატებაზე სექსისტური ამრეზით ლაპარაკობს.
ჩვენც არ გვაინტეტესებს ფუტურო კაცების “სიბრძნეები” და პოლოტიკა, ზოგადად, ტვინცარიელების საქმე უფრო არ არის”– წერს ხატია დეკანოიძე.
ერთ–ერთ ინტერვიუში, ფეხბურთელ გიორგი გველესიანს კითხვა საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრების წარმატებასტან დაკავშირებით დაუსვეს.კითხვის შინაარსი მოიცავდა იმას, კიდევ ფიქრობს თუ არა გველესიანი, რომ ფეხბურთი ქალების საქმე არაა.