
“ზაალ ლატარიას ვუსამძიმრებ ქალიშვილის გარდაცვალების გამო. მხარდაჭერას ვუცხადებ. ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს. დამირეკონ… ერთი სულის გადარჩენა მირჩევნია, ვიდრე ათასი საყვედურის მოსმენას. […]ერთი დაკარგულისთვის ღირს ჯოჯოხეთში ჩასვლა და ამოყვანა ცეცხლის ალისაგან. ვლოცულობ ლანასათვის და არ მივცემ ბოროტ ძალებს რომ დაღუპონ მისი სული,” – დაწერა გუშინ მღვდელმა ექვთიმე სარალიძემ სოციალურ ქსელში.
ზაალ ლატარიამ სასულირო პირს უპასუხა, თუმცა გაურკვეველი დარჩა, აპირებს თუ არა შვილის ვარდიგორის ეკლესიაში დასვენებას:
“დიდი მადლობა, მამაო, მეამაყები. გამწარებული მეომარი მამა, ზაალ ლატარია“, – დაწერა უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა.



