“გარდაცვლილი მამა–შვილია”– რა ხდება ამ წუთებში ბაღდათში, სადაც კიდევ 3 ადამიანს ეძებენ
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერმა საცხოვრებელი სახლები ქვეშ მოიქცია, სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ დროისმდგომარეობით, დაღუპულია 6 ადამიანი. ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 3 პირის მიმართ, მათ შორის ერთი ბავშვია.
ცოტა ხნისწინ ნაპოვნი ორი ცხედარი მამას და მის არასრულწლოვან შვილს ეკუთვნის.
ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე–მაშველების დამატებითი ბრიგადები. ამ დრომდე მუშაობს მძიმე ტექნიკაც.
შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა, რანაც 4 სახლი მოიყოლა. ამ დროისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი 10 ადამიანიდან 6 მათგანი დაიღუპა. გადარჩენილია ერთი ადამიანი, რომელიც ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი. მაშველები მიწის მასაში კიდევ 3 ადამიანს ეძებენ.