“ამ ნაგავმა ყველაფერი მოსპო იმ ღამეს… ის არ არის რიგითი თანამშრომელი” – ვისზე ამბობს ანას დედა და ვის დაუმძიმდა ბრალი?
12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გამოძიებაში მონაწილე ექსპერტს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა, რაც მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. დავით გრიგოლიას 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიების ვერსიით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა სექპერტო ნიმუშები სათანადოდ ვერ შეინახა, რის გამოც მტკიცებულებები ხელმეორედ კვლევისთვის ვეღარ გამოიყენეს.
“დავით გრიგოლიამ დააზიანა როგორც ანაწმენდები, რომელიც მან აიღო და არასწორად შეინახა და შეფუთა, ასევე არ აიღო დაზიანებული უბნებიდან ანაწმენდები. თმა რომელიც ბავშვს ფრჩხილში ჰქონდა და დაასურათეს, ის თმაც ვერ შენიშნა. ამ სამი პუნქტით ვედავებით ახლა დავით გრიგოლიას და ვნახოთ სასამართლო რას გადაწყვეტს. არ არის ეს რიგირთი თანამშრომელი. ის აქტიურად იყო ჩართული და იმ ღამეს იყო მთავარი ბერკეტი რაც შეიძლებოდა გვქონდოდა ხელში. დასასჯელი ყველა უნდა დაისაჯოს. ამ ნაგავმა ყველაფერი მოსპო. ყელი სასწაულ დღეში ჰქონდა ბავშვს და ჩავთვალე რომ არ უნდა ამეღო ნიმუშიო, რატომ ჩათვალა? 15 წლიანი სტაჟია, მემგონი ეს არცოდნა კი არა შეგნებულად არის ეს გაკეთებული” – ამბობს დედა.
წყარო – “ტვ პირველი”