“ბოლო კვალი ტყესთან იკარგება…” – ვინ არის 27 წლის მამაკაცი, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს?
თბილისში ახალგაზრდა ბიჭის დაკარგვაზე ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა. უამრავმა ადამიანმა გადააზიარა ეს ამბავი და ყველა ცდილობდა მისი კვალისთვის მიეგნო. ახლობლების ინფორმაციით, 27 წლის თორნიკე ჭავჭავაძე გლდანიდან ცხვარიჭამიის მიმართულებით გავიდა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა.
“ვეძებთ 27 წლის თორნიკე ჭავჭავაძეს, რომელიც სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. წასულია გლდანიდან ცხვარიჭამიის მიმართულებით, ბოლო კვალი იკარგება ტყესთან. არის 1.85 სიმაღლის, აქვს ხუჭუჭა მოზრდილი თმა, არის ველოსიპედით, აცვია სპორტული ფერის წითელი მაისური, შავი შორტი და აქვს ლურჯი ფერის ჩანთა. გთხოვთ დაეხმაროთ დედას მოძებნაში”, – დაწერა ახლობელმა სოციალურ ქსელში.
როგორც “კვირის პალიტრისთვის” გახდა ცნობილი, 27 წლის ახალგაზრდა სამწუხაროდ, საბადურის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.