ახალი ამბები
დაიღუპა 2 ადამიანი, არიან დაშავებულები – სად მოხდა ავარია და როგორია დაშავებულების მდგომარეობა?
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარალში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია