ვინ არიან კახეთში მოკლული მამაკაცები – მკვლელობაში ბრალდებულს პოლიცია ეძებს – geonewest.com
ახალი ამბები

ვინ არიან კახეთში მოკლული მამაკაცები – მკვლელობაში ბრალდებულს პოლიცია ეძებს

ღამით, თელავის მუნიციპალუტეტის სოფელ ლალისყურში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთად შეკრებილ თანასოფლელებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რაც რამდენიმე გასროლის შემდეგ ტრაგედიით დასრულდა.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თანასოფლელი მოკლა, მეორე კი მძიმედ დაჭრა.

დაჭრილი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში მოყვანისას გარდაიცვალა.

გარდაცვლილები არიან არჩილ გაწირიძე და კახა ზათიაშვილი.

პირი, რომელიც ორი თანასოფლელის მკვლელობაშია ბრალდებული მიიმალა და მას პოლიცია ეძებს. სოფელ ლალისყურში ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

Back to top button