“რისიც გვეშინოდა, ის მოხდა”– ახლობლები ზურა ბერიკაშვილის მდგომარეობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებენ
მსახიობ ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
Ambebi.ge-სთან საუბრისას მსახიობის ოჯახის წევრმა ნიკო ნანიტაშვილმა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა:
– ზურას მდგომარეობა მეტისმეტად მძიმეა. რისიც გვეშინოდა, ის მოხდა. ტვინის ვეგეტატიური მდგომარეობა, ტვინის უფუნქციოდ ყოფნა – სამწუხაროდ, რეალურად ეს მდგომარეობაა. ეს არც ვიცით, რეალურად რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს. არანაირი დადებითი დინამიკაც არ არის, ღმერთზე ვართ თავიდან ბოლომდე მინდობილი.
– ისევ გერმანიაშია?
– კარგა ხანია აქ ჩამოვიყვანეთ, ამ ეტაპზე ჯერჯერობით კლინიკაშია, მაგრამ ალბათ მოგვიწევს სახლში გადმოყვანა… კომატოზური მდგომარეობიდან გამოვიდა, მაგრამ არანაირი რეაქცია არაფერზე არ აქვს, მცირე შინაგანი რეფლექსების გარდა.
გასული წლის მიწურულს მსახიობ ზურა ბერიკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა. ის რეაბილიტაციისთვის გერმანიის კლინიკაში გადაიყვანეს.